logo
ENG



კობახიძის აზრით, პაპუაშვილმა დონორებთან მიწერით "ძალიან კარგი გააკეთა"

13 სექ 202311:16
3 წუთის საკითხავი
clock 716
2023/09/13/ikjfpgkojwfmrrx.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ "ძალიან კარგი გააკეთა", როდესაც ოპ-ედის გამოუქვეყნებლობის გამო გამოცემა OC-Media-ს დონორებს მისწერა. კობახიძის აზრით, დონორებს "ცენზურის" შესახებ უნდა სცოდნოდათ.

"ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა, ბუნებრივია, დონორებს. შესაბამისად, ძალიან კარგი, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ხობში, როდესაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხს სცემდა.

OC Media წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოსაზრების, OP-ED-ის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც, შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს საკუთარი პრეტენზიები წარუდგინა და ამ გზით სცადა, გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

OC Media წერს, რომ მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.

OC Media-ს მიხედვით, დონორისთვის მიწერილ წერილში, რომელიც მათ თავად ნახეს, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების საერთო აღქმას ეყრდნობა".


close დახურვა